კობახიძე: პრეზიდენტი იტყუება, მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა არ შეურჩევია

© FB / Irakli Kobakhidzeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტ მარგველაშვილს აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა არ შეურჩევია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე: პრეზიდენტი იტყუება, მას აჭარის მთვარობის თავმჯდომარის კანდიდატურა არ შეურჩევია

„პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია, ამ შემთხვევაში მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება, იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო მარგველაშვილს. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება, მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის მიერ» განუცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“

გიორგი მარგველაშვილმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა და აჭარის მთავრობის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0