ურეკში მაშველებმა უცხოელები გადაარჩინეს - ვიდეოკადრები

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები ურეკის პლაჟზე
ტურისტები ურეკის პლაჟზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ურეკში თვითმხილველებმა ექვსი უცხოელი ტურისტის გადარჩენის მომენტი გადაიღეს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა ოთხშაბათს ურეკში ექვსი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ქართველი და თურქი მაშველები კატასტროფებთან ბრძოლას ერთად ისწავლიან >>

ინციდენტი მოხდა ურეკის სანაპიროზე, სადაც წყალში შესულმა ტურისტებმა ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხეს. მაშველებმა უცხოელები ზღვიდან ამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოუწოდა მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და შეასრულონ მაშველების რეკომენდაციები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 1 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავებში 26 ადამიანი დაიხრჩო, საიდანაც 7 — არასრულწლოვანია.

შავი ზღვის სანაპირო ზაფხულის პერიოდში უამრავ ტურისტს იზიდავს, გარდა ამისა, მდინარეები და ტბებიც საკმაოდ პოპულარულია. 

წელს შავ ზღვაზე და მსხვილ წყალსაცავებზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, სანაპიროზე მუდმივად მორიგეობენ მაშველები.


ყველა ახალი ამბავი
0