ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის თბილისში კინოჩვენებები მოეწყობა

© photo: Sputnik / Stringerპარკი „მზიური“
პარკი „მზიური“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი კინოჩვენებები სმენადაქვეითებული ადამიანების კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ხელოვანების საერთაშორისო გაერთიანება წარმოადგენს ახალ პროექტს „კინო ჟესტებით“, იუწყებიან საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში.

ხაჭვანის „დედე" ევრაზიის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა >>

პროექტის ფარგლებში პირველი ჩვენება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე 23 ივლისს გაიმართება. საპილოტე სეანსისთვის ორგანიზატორებმა შეარჩიეს ქართველი რეჟისორის, ნანა ჯანელიძის ფილმი „ნეტავი იქ თეატრი არის?“

კინოსკანერი Cintel Scanner 2, Blackmagicdesing - Sputnik საქართველო
თანამედროვე კინოსკანერით ქართული კინემატოგრაფიული შედევრების ციფრული ასლები შეიქმნება

ფილმი ყრუ და სმენადაქვეითებულ მაყურებელზეა ადაპტირებული — ფილმი უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით. ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

კინოსეანსის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელზეც ორგანიზატორებმა სურათის რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი კახი კავსაძე მიიწვიეს.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ყრუთა კავშირი, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი და კომპანია adjaranet.com.

ამ დროისათვის ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანებამ ათი ფილმის ადაპტირება განახორციელა.

 

ყველა ახალი ამბავი
0