თბილისსა და ისპაჰანს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Adjarian page / FBსამგზავრო თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში
სამგზავრო თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის სეზონზე ირანსა და საქართველოს დამატებითი ავიარეისები დააკავშირებს

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 19 ივლისიდან, ირანული ავიაკომპანია Iran Air ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში შიდა ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა >>

შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანია Iran Air-მა მიმდინარე წლის 16 ივლისს მიიღო. სააგენტოს მონაცემებით, ავიარეისებს Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი 20 სექტემბრამდე კვირაში ორჯერ — ორშაბათობით და ხუთშაბათობით შეასრულებს.

ირანული ავიაკომპანია Iran Air ქართულ ავიაბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, ავიაგადამზიდავი აგრეთვე თბილისი-თეირანი-თბილისის რეგულარულ რეისებს ასრულებს.

საქართველოს აეროპორტებმა 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში 2,1 მილიონ მგზავრს გაუწია მომსახურება, აქედან მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ექვს თვეში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.


ყველა ახალი ამბავი
0