თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. თანამედროვეობის სამი ცნობილი პოეტი — სერგეი განდლევსკი (რუსეთი), ლინორ გორალიკი (ისრაელი) და ალექსანდრე სტესინი (აშშ) თბილისში პოეტურ საღამოს 18 ივლისს გამართავენ, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საღამო ბარ A GOOD YEAR-ში 19:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ პოეტები თბილისში საზაფხულო ლიტერატურული სემინარების (Summer Literary Seminars, SLS) ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც 29 ივლისამდე გაგრძელდება.
Summer Literary Seminars – მსოფლიოს უპირველესი, ერთ-ერთი საერთაშორისო ლიტერატურული და კულტურული ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1998 წელს და ამჟამად ოპერირებს სამ კონტინენტზე: ჩრდილოეთ ამერიკა (მონრეალი, კვებეკი, კანადა), ევროპა (თბილისი, საქართველო) და აფრიკა (ნაირობი-ლამუ, კენია).
2018 წლის ლიტერატურული საღამოების პროგრამაში გათვალისწინებულია ინტენსიური სემინარები SLS-ის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, რედაქტორებთან და მწერლებთან კონსულტაციები, საქართველოს ლიტერატურისა და სხვა მუზეუმების დათვალიერება, ასევე ერთდღიანი მოგზაურობა უფლისციხეში.