სომხეთის პირველი პირები მეშახტეების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს უსამძიმრებენ

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ხელისუფლებას ტყიბულის შახტში ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გამოუგზავნეს.

ორშაბათს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე შახტი დაიხურა.

„სომხეთის პრეზიდენტი თანაუგრძნობს გიორგი მარგველაშვილს და მეგობარ ქართველ ხალხს, მსხვერპლთა ნათესავებს მოთმინებას და სულიერ სიმტკიცეს უსურვებს, ხოლო დაშავებულებს — სწრაფ გამოჯანმრთელებას", — ნათქვამია სარქისიანის წერილში, რომელიც მან ქართველ კოლეგას გამოუგზავნა.

დაღუპული მეშახტეების ახლობლებს მიუსამძიმრა ასევე ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისადმი გამოგზავნილ წერილში.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ამ მძიმე წუთებში გისამძიმრებთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს, თანავუგრძნობ მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", — ნათქვამია წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების სტანდარტებით უკმაყოფილოა

ტყიბულში მინდელის საბედისწერო შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა. მეორე დღე დაღუპული მეშახტეების გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედიის შემდეგ ორშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი, რომელშიც ტრაგედია მოხდა, უნდა დაიხუროს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.

5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0