„ჰეროინი", „ბუპრენორფინი", „სუბოტექსი" - შსს-მ შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს 10 ათას ლარზე მეტი, 26, 2 ათასი აშშ დოლარი და 65 ათასი რუსული რუბლი

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენ-შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში შვიდი პირი დააკავეს, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე. 

შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
ნარკოტიკებთან ბრძოლა მარტივდება – საქართველო Island–ის კლასის ორ კატარღებს მიიღებს

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის 13-16 ივლისს ჩატარდა.

დამნაშავეების ასაკი23-დან 66 წლამდე მერყეობს. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", ორი პისტოლეტი, სანადირო თოფი, ორი ცალი „ინსულინის" შპრიცი „ჰეროინის" შემცველი სითხით. ასევე მინის ფლაკონი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის" ნალექით და ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის" შემცველი პრეპარატი „სუბოტექსი".

„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა", — განაცხადა ჭელიძემ.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს 10 ათას ლარზე მეტი, 26, 2 ათასი აშშ დოლარი და 65 ათასი რუსული რუბლი.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით („წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0