თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. პეტერბურგში გაზის ბალონის ჰერმეტულობის დარღვევის გამო აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის ვიცე-გუბერნატორის, ანა მიტიანინას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უფრო ადრე რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროპანის ბალონის აფეთქების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტი სამშაბათს, დღისით მოხდა ლიტვის ქუჩაზე, სადაც გაზის ბალონების დატუმბვაზე მომუშავე ორგანიზაცია მდებარეობს. შსს-ს ინფორმაციით, აფეთქება ბალონის დატუმბვის დროს მოხდა.
ქალაქის ვიცე-გუბერნატორმა Twitter-ზე დაწერა, რომ, რომ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
В результате взрыва пропана на предприятии, расположенном на территории бывшего трамвайного парка (Литовская, 11), погибли два человека. Тела доставлены в Бюро судебно-медицинской экспертизы. Иных пострадавших на данный момент нет.
— Анна Митянина (@A_Mitjanina) 17 июля 2018 г.
Фото: https://t.co/L96k7Q1RRM pic.twitter.com/xjnaO9C1kG
მიტიანინამ აღნიშნა, რომ ამჟამად სხვა დაშავებული არავინაა.