თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
უბედური შემთხვევა ზესტაფონში გუშინ, საღამოს მოხდა. მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.