ვის რას მოუტანს პუტინისა და ტრამპის შეხვედრა

© photo : Imeda Gogava / FBსოსო ცინცაძე
სოსო ცინცაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა საქართველოსთვის არაფერს შეცვლის, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.
ვის რას მოუტანს პუტინისა და ტრამპის შეხვედრა

„სიახლე შეიძლება იყოს სირიასთან დაკავშირებით, უფრო ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე ცვლილებები უკრაინასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთ–ამერიკის ურთიერთობებს, აქაც არ არის მოსალოდნელი რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განუცხადა სოსო ცინცაძემ “Sputnik—საქართველოს“.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ორშაბათს, 16 ივლისს ჰელსინკიში (ფინეთი) გამართავენ შეხვედრას. როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე იმსჯელებენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. ეს ორი პრეზიდენტის პირველი სრულფორმატიანი მოლაპარაკებები იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0