თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა, იუწყება ქართული მასმედია.
შემთხვევა სამსუნი–ანკარის ავტომაგისტრალზე დღეს, დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილი გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. საქართველოს მოქალაქეები ქალაქ ქავაქიდან სამსუნში მიემართებოდნენ. დაშავებულები სამსუნის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივი სამართალდამცველები იძიებენ.