საქართველოს რომელ ქალაქებში ავადდებიან სიმსივნით ყველაზე ხშირად

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიქირურგიული ოპერაცია
ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპეციალისტებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კიბოთი დაავადების შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები შეადგინეს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბოლო სამი წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთში (370 შემთხვევა), ახალციხეში (344) და გორში (323), ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015-2017 წლების კიბოს რეგისტრში.

შემდეგ მოდის ბათუმი (322), ზუგდიდი (317), ამბროლაური (313), ყაზბეგი (301), თელავი (301), თბილისი (299) და ონი (290).

კიბოთი დაავადების მაღალი რისკის ქალაქებს შორისაა ასევე ხელვაჩაური (274), ფოთი (267), საჩხერე (265), ქუთაისი (262), შუახევი (262), სიღნაღი (258) და რუსთავი (254).

ექიმები ოპერაციას უკეთებენ პაციენტს მკერდის კიბოს დიაგნოზით - Sputnik საქართველო
ძუძუს კიბო - ყველაზე გავრცელებული დაავადება 2017 წელს საქართველოში

ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე კიბოთი საშუალოდ 234 ადამიანი ავადდება.

საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა კიბოს 10,8 ათასი ახალი შემთხვევა, 2016 წელს — 20,4 ათასი, ხოლო 2017 წელს — 8,7 ათასზე მეტი.

2015-2017 წლებში კიბოთი დაავადების ახალი შემთხვევების 56-57% დაფიქსირდა ქალთა შორის. დაავადების უმეტესი შემთხვევა (70%) დაფიქსირდა შრომისუნარიან ასაკში — 30-დან 70 წლამდე. ახალი შემთხვევების მეოთხედი გვხვდება 70 წელს ზემოთ პაციენტებში, თითო-თითო პროცენტი — 0-15 და 15-20 წლის ასაკობრივ კატეგორიებში.

ყველაზე გავრცელებულია ქალებში ძუძუს კიბო, ფარისებრი ჯირკვლის, კოლორექტული, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის კიბო.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათ უმეტესად აქვთ ტრაქეის, ბრონქების, ფილტვის, წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, კოლორექტული, კუჭისა და ხორხის კიბო.

საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს კიბოს პოპულაციური რეგისტრი. ცენტრი ეწევა კიბოს დროული დიაგნოსტიკის აუცილებლობის პროპაგანდას და ადამიანებს ინფორმაციას აწვდის დაავადების ადრეული სიმპტომების შესახებ.

„შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა">>

რაც შეეხება კიბოს მკურნალობას, ამერიკის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების 51% საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, 72% — ქიმიოთერაპიას, 57% — რადიოთერაპიას.

ყველა ახალი ამბავი
0