საზარელი მკვლელობა თბილისში - პოლიცია სამ ადამიანს ეძებს

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიცია მთავარი ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლები სამ ადამიანს ეძებენ, იუწყება Новости-Грузия უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სარქისიანი თბილისში, ელიას უბანში ჟონეთის ქუჩაზე 13 ივლისს მოკლეს. ქართული მედიის ინფორმაციით, მკვლელობამდე სარქისიანს 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბში სარქისიანს დანით 22 ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სმიტების ოჯახი - Sputnik საქართველო
„საიდან ამდენი სისასტიკე?!“: ამერიკელების მკვლელობით აღშფოთებული ფეისბუქ–მომხმარებელი

„პოლიცია სამი ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებს. მათგან ერთ-ერთი სავარუდო ბრალდებულია, დანარჩენი ორი — გარკვეული ინფორმაციის მატარებლები არიან“, — განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელმა.

პოლიციელებმა დანაშაულის იარაღი — დანა ამოიღეს.

ბრალდებული: სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა ამოხოცა — ვიდეო სასამართლოდან >>

რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, ადგილობრივების თქმით, მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ჩხუბი, რომელიც რამდენიმე თვის წინ მოხდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0