მყინვარწვერის დასალაშქრად წასული პოლონელი ტურისტი ნაპრალში ჩავარდა

© photo: Emergency Management Service / FBქართველმა მაშველებმა დაშავებული ტურისტი გადაარჩინეს
ქართველმა მაშველებმა დაშავებული ტურისტი გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტები, რომელთა შორის ერთი დაშავებულია,  სამთო მაშველებმა სტეფანწმინდაში ჩამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

დაშავებულია პოლონეთის 22 წლის მოქალაქე. მან დაზიანებები  ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, მყინვარწვერის ნაპრალში ჩავარდნის შედეგად მიიღო.

დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0