პრემიერ-მინისტრი : დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია ყველა ქართველისთვის

© FB / Mamuka Bakhtadzeპრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული – ვლაქერნობა მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დღეს საქართველოში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აფხაზებს მიულოცა. 

„მინდა, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე, მინდა მივულოცო ზუგდიდის და სამეგრელოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთიდან. ვიცი, რომ ბევრი მათგანი დღეს აქ არის ჩვენს გვერდით. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია ყველა ქართველისთვის“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ღვთისმშობლის მოწყალე მოალერსე ხატი - Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნობას აღნიშნავს

ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად აღავლინა.

მთავრობის მეთაური სადღესასწაულო წირვას შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად დაესწრო. ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ, მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიასა და ლევან იზორიას საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის ხატები გადასცა.

ვლაქერნობის დღესასწაული 1990 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.


ყველა ახალი ამბავი
0