თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონის სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია — ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იტყობინება.
ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს, დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
სამსახურის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ტყის ფართობი.
ურთულესი რელიეფის გამო ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ცოცხალი ძალა.
ხანძრის ლიკვიდირებას 11 ივლისიდან, 200-მდე მეხანძრე-მაშველი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ცდილობდნენ.
ხუთდღიანი სამუშაოების შემდეგ, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველების მიერ დამუშავებულია ხანძრის ყველა კერა.