ქეთი აბელაშვილი: კონჩალოვსკი ჭიათურაში ფილმს იღებს

© photo: courtesy of Qeti Abelashviliქეთი აბელაშვილი
ქეთი აბელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთი აბელაშვილი იხსენებს როგორ შეხვდა ჭიათურაში ყოფნის დროს რუს რეჟისორს ანდრეი კონჩალოვსკის, რომელიც კაცხის სვეტზე და მის ირგვლივ მცხოვრებლებზე ფილმს იღებს.
ქეთი აბელაშვილი: „კონჩალოვსკი ჭიათურაში ფილმს იღებს“

„როცა სუფრასთან კანჩალოვსკი დავინახე- თვალებს არ დავუჯერე. ვიცი, რომ ამერიკაში ცხოვრობს და რას წარმოვიდგენდი, თუკი მას ჭიათურაში შევხვდებოდი?“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ქეთი აბელაშვილმა.

მხატვარ-გრაფიკოსი ქეთი აბელაშვილი- შესწავლილი აქვს ლითოგრაფია, გრავიურა და პლაკატი. ბოლო წლებში ხატწერა დაიწყო და უკვე 50-ზე მეტი ხატი შექმნა. ამჟამად დაასრულა სიმსივნეებით დაავადებულთა მკურნალ პანტანასას ხატზე მუშაობა. ბოლო დროს მის მიერ დაწერილ ხატებს მირონდენა დაეწყოთ.

ყველა ახალი ამბავი
0