გახარია: პოეტ კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე ოთხი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

© FB / Koka Kobaladzeკოკა კობალაძე
კოკა კობალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის თანამშრომელთა მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა - ორივე პოლიციელი დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. 20 წლის პოეტის, კოკა კობალაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ინსპექტორ-გამომძიებელი, პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელი და ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

პოლიცია საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან - Sputnik საქართველო
შსს-ს სტაჟიორები ხელფასს მიიღებენ

„მოგეხსენებათ, რომ კოკა კობალაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასთან ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლიციელები და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგად, მართლაც დადასტურდა ფაქტი, რომ მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, კერძოდ გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ორი თანამშრომელი“, — განაცხადა გახარიამ.

მისივე განცხადებით, თავად პოლიციელებმა დამალეს კობალაძეების ოჯახში ყოფნის ფაქტი.

„მსგავსი ქმედება აბსოლუტურად მიუღებელია სისტემისთვის, ამიტომ ჩვენ მათ მიმართ გამოვიყენეთ დისწიპლინური პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომა და ორივე თანამშრომელი, ასევე მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ხელმძღვანელი გათავისუფლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“,- განაცხადა მინისტრმა.

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
გახარიამ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება უარყო

პოეტი კოკა კობალაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორმა პოლიციელმა 11 ივლისს სცემა, რის შედეგადაც ის თავის ტვინის შერყევით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

კოკა კობალაძის დედის, თათა დავითულიანის განცხადებით, სამართალდამცველები მის ვაჟს სახლში შეუვარდნენ და მამის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით იძალადეს მასზე. დავითულიანის თქმით, მისი მეუღლე ორი წელია უცხოეთში პატიმრობაში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, კოკა კობალაძე კრიმინალური ავტორიტეტის, ალექსანდრე კობალაძის ვაჟია. 


ყველა ახალი ამბავი
0