ხულოს ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების ტყეში ადგილობრივებმა ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი დაახლოებით 50 წლამდეა. 

ქალის გარდაცვალების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.


ყველა ახალი ამბავი
0