ქუთაისში ხანძარს 84 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Denis Aslanovმეხანძრეები ხანძრის ადგილას
მეხანძრეები ხანძრის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ქუთაისში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს 84 წლის ქალი გარდაიცვალა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ხანძარი 12 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

ხანძრის ჩაქრობას სახანძროს სამი ეკიპაჟი ცდილობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


ყველა ახალი ამბავი
0