„წერილები ჯარისკაცებს" - ავღანეთში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა წერილები მიიღეს

© FB / Ministry of Defence of Georgiaავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს
ავღანეთში სამხედროებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე" დისლოცირებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სკოლებიდან წერილები პროექტის „წერილები ჯარისკაცებს" ფარგლებში გაიგზავნა. უწყების ინფორმაციით, ყველა ჯარისკაცმა საპასუხო წერილი უკვე დაწერა, რომელსაც მოზარდები საქართველოში წაიკითხავენ.

ქართველი სამხედროები ავღანეთში გამგზავრების წინ - Sputnik საქართველო
ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაშავდნენ

„წერილები ჯარისკაცებს" რამდენიმე სამინისტროს, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს უგზავნიან და მათგან საპასუხო წერილებსაც იღებენ.

პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“  მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

ყველა ახალი ამბავი
0