მოწოდება მოსახლეობას: „არ დატოვოთ ცხოველები მანქანაში"

© photo: Sputnik / Yuri Zaritovskiy / გადასვლა მედიაბანკშიკატები
კატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი მოსახლეობას რჩევას აძლევს, როგორ დაიცვან ოთხფეხა მეგობრები

თბილისი,  12 ივლისი — Sputnik.  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი ვახტანგ ლომჯარია მოსახლეობას მოუწოდებს, უფრო მეტად იყვნენ ყურადღებით  და გაუფრთხილდნენ ცხოველების სიცოცხლეს. 

სერგო ოსიპოვი - Sputnik საქართველო
უქმნიან თუ არა შინაური ცხოველები საფრთხეს ჩვილ ბავშვებს – რატომ ტოვებენ ადამიანები ძაღლებს

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მძღოლებმა, რადგანაც ცხელი ზაფხულის დღეებში ავტომანქანის ქვეშ ხშირად იმალებიან პატარა ძაღლები და კატები. ამიტომ, ვიდრე ავტომანქანას დაძრავენ, საჭიროა მძღოლები დარწმუნდნენ, რომ ავტომანქანის ძარის ქვეშ არავინაა.

 „ვიდრე მანქანას დაძრავთ, ჩართული ძრავით ცოტა ხანი უნდა გაჩერდეთ. მცირე პაუზა საკმარისია იმისთვის, რომ ცხოველი შეშინდეს და  გაიქცეს. ასე მაქსიმალურად შემცირდება შინაური ცხოველების სიკვდილის რისკი“, – განაცხადა ლომჯარიამ პრეს–კონფერენციაზე.

უმჯობესია, უბრალოდ, ავტომანქანის ქვეშ შეიხედოთ.

სიცხეში ცხოველთა სიკვდილის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს მათი მანქანაში ყოფნა მაშინ, როცა ყველა შუშა ამოწეულია.

 „როდესაც თქვენ მანქანიდან გადმოდიხართ თუნდაც ხუთი წუთით, ეს შეიძლება უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ცხელ ამინდში არ შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვის ან ცხოველის მანქანაში დატოვება. ეს სერიოზული რისკია. სიცხის დროს მანქანაში ტემპერატურამ შეიძლება რამდენიმე წუთის განმავლობაში მოიმატოს და ცხოველი გაიგუდოს“, –აღნიშნა ლომჯარიამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0