ბანკების მიმართ მომხმარებელთა პრეტენზიები 39%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ყველაზე მეტი პრეტენზია მომხმარებელმა მიმდინარე ანგარიშებთან დაკავშირებით გამოთქვა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. 2018 წლის ხუთ თვეში კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე გავრცელებულ სტატისტიკაში. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
რას ავალდებულებს კომერციულ ბანკებს ეთიკის კოდექსი

აღნიშნულ პერიოდში ეროვნულ ბანკს საბანკო პროდუქტებისა და ბანკების სერვისით უკმაყოფილო 2 047-მა პირმა მიმართა.

2018 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი — 782 პრეტენზია მიმდინარე ანგარიშებს შეეხებოდა, 196 საჩივარი მოდიოდა საკრედიტო ბარათებზე, 404 – სამომხმარებლო სესხებზე, მომენტალური განვადებით უკმაყოფილო იყო 115 მომხმარებელი, ოვერდრაფტით — 40, ავტოსესხთან დაკავშირებით კი მხოლოდ 3 პრეტენზია გამოითქვა.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2018 წლის 5 თვეში არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ბინის რემონტისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებით. 

კომერციულმა ბანკებმა გამოთქმული პრეტენზიებიდან საფუძვლიანად მხოლოდ 366 მიიჩნიეს, ხოლო 1 526 განაცხადი – უსაფუძვლოდ. 106 შემთხვევის განხილვა  კომერციულ ბანკებს ჯერ არ დაუსრულებიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0