პრემიერმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა

© photo: Mamuka Bakhtadze / FBსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო ბრიფინგზე იმ მინისტრების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მთავრობის სტრუქტურული ცვლილების შემდეგ ჩაუდგებიან უწყებებს სათავეში.

მინისტრთა კაბინეტში მინისტრის პორტფელს ახალი სახეები ჩაიბარებენ:

1. საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

დანარჩენი მინისტრები რჩებიან იმ პოსტებზე, რომელსაც აქამდე იკავებდნენ.

გარდა ამისა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაასახელა.

გასულ კვირას საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 14 სამინისტროს ნაცვლად 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება. „მცირე მთავრობის" კონცეფცია აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ოპტიმიზაციასა და ხარჯების დაზოგვისკენ არის მიმართული.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ამ კვირაში უნდა გამოუცხადოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0