სუბელიანი: მათ ბედნიერების არანაირი შანსი არ რჩებათ, ამიტომ აგრესიას გამოხატავენ სხვებზე
„ამაზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე. სამწუხაროდ, ამ ხალხს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს – გაჭირვება, არაერთი სირთულე; ისინი მოკლებული არიან თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, ბედნიერების არანაირი შანსი არ რჩებათ, ამიტომ აგრესიას გამოხატავენ სხვებზე“, – ამბობს ანა სუბელიანი.
სამოქალაქო აქტივისტის განცხადებით, ასეთი ადამიანები სხვების მიმართ გამოხატავენ აგრესიას, ვინაიდან ცდილობენ ამით გარკვეული აზრი მისცენ საკუთარ ცხოვრებას.