ვინ არის ქალი, რომელმაც სიონის ტაძარში ერთი თვის ჩვილი დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მღვთელმსახურის ვერსიით, ჩვილის დედას ფსიქიური პრობლემები აქვს და ბავშვზე ნათესავები იზრუნებენ

თბილისი,  9 ივლისი — Sputnik.  სამების საკათედრო ტაძარში დედამ დაახლოებით ერთი თვის ჩვილი დატოვა, ნათქვამია არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არქიმანდრიტი ბავშვის ფოტოს და ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც კარგად ჩანს თუ როგორ ეძებს დედა ტაძარში ადგილს, ბავშვი რომ დატოვოს. 

 „დაახლოებით ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა.. რომელიც მესანთლემ იპოვა მტირალი. „112“-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი და იმედია დადგინდება რა მოხდა“, – წერს არქიმანდრიტი.

მოგვიანებით არქიმანდრიტმა დაწერა, რომ დედას ფსიქიური პრობლემები  აქვს და ახლობლები მასზე იზრუნებენ. 

სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაცია ელვის სისწრაფით გავრცელდა. ბევრმა ადამიანმა ბავშვის წაყვანისა და მზრუნვის სურვილი გამოთქვა. სოცქსელის ზოგიერთმა მომხმარებელმა კი დაწერა, რომ დედას დახმარება სჭირდება, რათა მან თავად შეძლოს საკუთარი შვილის აღზრდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0