ყაჩაღობა „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnikგალფის ავტოგასამართი სადგური
გალფის ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა გამოკითხვისას კიდევ ერთი დანაშაული აღიარა

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა 21 წლის გ.ვ. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ ავჭალაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა. სამართალდამცველებმა იგი  შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს,  მისი პირადი ჩხრეკისას კი დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

გამოკითხვისას გ.ვ.-მ მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. 

„მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში, სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს, ასევე, დანის მუქარით 300 ლარი გასტაცა“, — ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის  179-ე მუხლით მიმდინარეობს და ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0