თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისში შედარებით გრილ უქმეებს ცხელი დღეები შეცვლის – სინოპტიკოსები ორშაბათს, 9 ივლისს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
შაბათს თბილისში +26 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, გუშინ კი წვიმამ გააგრილა თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები.
ორშაბათს ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +23 გრადუსი, დღისით კი +34 გრადუსი იქნება. ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.