როგორ იქცა ჩინოვნიკი ქალი გმირად საქართველოში ანუ წყალდიდობა სვანეთში განსხვავებული ჭრილით

© FB / Mamuka Bakhtadzeნინო ვიბლიანი
ნინო ვიბლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში მესამე დღეა ებრძვიან გამძვინვარებულ მდინარეს, რომელიც კალაპოტიდან გადმოვიდა და დიდი ზარალი მიაყენა ჭუბერის მოსახლეობას.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. არც ისე ხშირად იქცევიან პოლიტიკოსები სახალხო გმირებად, რადგან შესაშური სისწრაფით ეჩვევიან მოხერხებულ სავარძლებს ლამაზ კაბინეტებში, თუმცა ეტყობა ჭუბერის გამგებელზე ნინო ვიბლიანზე ეს არ ითქმის.

დღეს ჭუბერზე მთელი საქართველო ლაპარაკობს — სამწუხაროდ არა მისი ულამაზესი პეიზაჟების და კამკამა ჰაერის, არამედ სტიქიის გამო. ამ ულამაზეს დასახლებას მესამე დღეა გამძვინვარებული მდინარე ნენსკრა უმოწყალოდ ძარცვავს.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის

მთის ეს პატარა მდინარე გახელებულ სტიქიად იქცა, მას შემდეგ, რაც მთის ნაწილი ჩამოიშალა მის კალაპოტში და ამას გადაუღებელი წვიმაც დაერთო. აწყვეტილმა ნენსკრამ წალეკა ხიდები და სახლები ჭუბერში.

სტიქიის ადგილას 24 საათიან რეჟიმში საგანგებო შტაბი მუშაობს. იქ იმყოფებიან საგანგებო სიტუაციათა სამასახურის უფროსი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, მესტიის რაიონის ხელმძღვანელობა. გუშინ სტიქიის ზონას პრემიერ-მინისტრიც სტუმრობდა.

და მთელს ამ ორომტრიალში ჭუბერის გამგებლის ნინო ვიბლიანის ფოტომ, სადაც იგი მიუხედავად დიდი საფრთხისა, რეზინის ჩექმებით მოარღვევს აზვირთებულ მდინარეს, ყველზე დიდი ყურადღება დაიმსახურა.

სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს რა ხდება ჭუბერში. ნინომ ჭუბერში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში დადო.

მოგვიანებით თავად ნინო ვიბლიანის ფოტო გამოჩნდა სოციალურ ქსელში, რომელმაც ფაქტიურად ააფეთქა Facebook-ი. ფოტომ რამდენიმე წუთში დაიპყრო სოციალური ქსელის ქართული სეგმენტი აღფრთოვანებული მომხმარებლების კომენტარებით.

იქნებ სულაც არ არის ნინო გმირი? იქნებ ეს ქალი უბრალოდ პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და უყვარს თავისი ქვეყანა? და რაც ან როგორც არ უნდა იყოს — სწორედ ეს ადამიანები გრდაქმნიან სამყაროს მშვენიერად!

ყველა ახალი ამბავი
0