მადლობა პატრულს: აბიტურიენტი პატრულმა გამოცდაზე დაგვიანებას გადაარჩინა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომელი
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აბიტურიენტმა სოციალური ქსელის საშუალებით პატრულის თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტი, რომელმაც ტრანსპორტს ვერ მიუსწრო, პატრულმა მიიყვანა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მისი ცნობით, ეროვნული გამოცდების გამო, გლდანში 39-ე  სკოლასთან გზა გადაკეტილი იყო. ქუჩის ბოლოს გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟთან ჩავლის დროს გოგონა დაინახა, რომელიც პოლიციელებისკენ მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ ჩააბარა. აღმოჩნდა, რომ მანამდე გამოცდაზე დაგვიანებას გოგონა საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა გადაარჩინეს. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ ისტორიის მთავარი გმირი აბიტურიენტი მარიამ ცაგურიშვილია, რომელმაც სოციალურ ქსელში პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და მომხდარზე თავად ისაუბრა.

„დღეს უნარების გამოცდაზე ვიგვიანებდი. ამას დაემატა ისიც, რომ გზა გადაკეტილი იყო და შესაბამისად, საგამოცდო ცენტრამდე ფეხით უნდა ავსულიყავი. მანქანიდან პანიკური შეტევით გადმოვედი და თავი ბოლტი მეგონა, ისე გავრბოდი. საპატრულო ეკიპაჟი მორიგეობდა გზაზე, იმდენად შეურაცხადი ვიყავი, ერთ-ერთმა შემომთავაზა, თუ გაგვიანდება აგიყვანთ 173 სკოლამდეო. შოკში ვიყავი, თვითონ შემომთავაზა, არ დაიზარა, ადგა, მანქანის კარი გამიღო, ჩამსვა და მეუბნება, არაფერი დამეზარება იმისთვის, რომ თქვენ ჩააბაროთო. მიმიყვანა, მადლობა გადავუხადე და მომღიმარი სახით წარმატებები მისურვა. 

ძალიან იმოქმედა ამ კაცმა ჩემს განწყობაზე, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ესეთ კეთილ პატრულს უბრალოდ მიჩვეული არ ვართ, მაგრამ აი ფაქტი — He made my day“, – წერს მარიამ ცაგურიშვილი.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისამდე გასტანს.


ყველა ახალი ამბავი
0