მედუზების ტბა წყნარ ოკეანეში — ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება უჩვეულო ტბის ბინადრების წყალქვეშა სამყარო
მედუზების ტბა ერთ-ერთია 70 ტბას შორის, რომლებიც პალაუს მთავარი არქიპელაგის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. გარდა ამისა, ის ასევე ერთ-ერთია იმ რვა ტბას შორის, რომლებშიც ოქროსა და მთვარის მედუზები ცხოვრობენ.

მედუზების ტბა წყნარ ოკეანეში - ეს ერთ-ერთი საოცარი ადგილია ჩვენს პლანეტაზე. ტბა 430 მეტრის სიგრძისაა და 130 მეტრის სიგანის, ხოლო მისი სიღრმე 40 მეტრამდე აღწევს

2/8
© Depositphotos.com / shalamov
ამ ტბაში დაახლოებით 10 მილიონი მედუზა ბინადრობს. ამ შთამბეჭდავი ადგილის ისტორია მეტად უჩვეულოა. მედუზები აქ სხვადასხვა ზომის არიან: გიგანტები კალათბურთის ბურთს აღემატებიან, პატარები კი ალუბლის ზომისები არიან

3/8
© Depositphotos.com / Shalamov
ათასი წლის წინ პალაუს არქიპელაგის ერთმა კლდემ კუნძული ოკეანისგან გამოყო, შედეგად კი წარმოიქმნა ტბა

4/8
© Depositphotos.com / Ead72
რამდენიმე მედუზა კლდის შიდა მხარეს მოხვდნენ. რადგან მათთან ერთად არცერთი მტაცებელი არ აღმოჩნდა, მათ გამრავლება და განვითარება დაიწყეს

მედუზების მსუსხავი ბუსუსები ევოლუციის შედეგად გამოუსადეგარი გახდა, რადგან მათ თავის დაცვა არ უწევდათ. ამიტომ მედუზებთან ერთად ცურვა სრულიად უსაფრთხოა

ტბაში ორი ტიპის მედუზები ბინადრობენ: ოქროს მედუზა და მთვარის მედუზა. ისინი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნვის საშუალებით ნელა გადაადგილდებიან

მედუზები გამუდმებით მოძრაობენ. ათასობით მედუზა ცურვის დროს აბსტრაქტული ილუზიის შეგრძნებას ბადებენ

მედუზების ტბა უნიკალურია იმით, რომ მასში სიცოცხლის მხოლოდ ერთი ფორმა დომინირებს