თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ძლიერი წვიმის გამო რუსთავი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა მთელი ქალაქი, მათ შორის, სასიცოცხლო ობიექტები.
ელექტროგამანაწილებელ კომპანია Energo Pro Georgia–ში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა. თუ როდის აღდგება ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერჯერობით უცნობია.