თბილისის მოსახლეობამ ქორწინებისთვის სასურველი ასაკი დაასახელა

© Pixabay / kalhhსაქორწინო ბეჭდები
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარადა და მის ფარგლებში 400 ზრდასრული ადგილობრივი მცხოვრები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. 2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ ქალისთვის ოჯახის შესაქმნელად ყველაზე სასურველი ასაკი 25 წლიდან 30 წლამდეა, ნათქვამია ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის „ეისითის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებში.

მამაკაცის დაოჯახების ყველაზე ოპტიმალურ პერიოდად იმავე 25-დან 30 წელს ასახელებს რესპონდენტების 70%.  

ოჯახი - Sputnik საქართველო
ბედნიერი ოჯახი – სექსი, შეხედულებები, როლები...

ამავე დროს გამოკითხულთა მესამედზე მეტი მიიჩნევს, რომ ქალმა უფრო ადრე უნდა შექმნას ოჯახი, ვიდრე მამაკაცმა.

რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვას, ამ შემთხვევაშიც უმრავლესობას (77%) მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა განაწილდეს ცოლ-ქმარზე. 

22%–ის აზრით, ბავშვზე ზრუნვა მეტწილად დედის მოვალეობაა, იმავე პასუხისმგებლობას კი მამებს მხოლოდ გამოკითხულთა 1% აკისრებს.

რაც შეეხება ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას, თბილისელების 63%-ს მიაჩნია, რომ ქალმა და მამაკაცმა თანაბრად უნდა უზრუნველყონ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

კვლევა თბილისის მასშტაბით ჩატარადა და მის ფარგლებში 400 ზრდასრული ადგილობრივი მცხოვრები შემთხვევითი შერჩევის გზით გამოიკითხა. 


ყველა ახალი ამბავი
0