სტიქია სვანეთში: ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა, არის სახლების დანგრევის საშიშროება

© Sputnik / STRINGERწყალდიდობა სვანეთში, მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა
წყალდიდობა სვანეთში, მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჭუბერში სტიქია მძვინვარებს - გადაუღებელი წვიმის გამო მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ცენტრალური მაგისტრალი დაფარა. დანგრეულია ოთხი სახლი და კიდევ შვიდის დანგრევის საშიშროებაა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ნენსკრა დღეს, დილით ცენტრალურ მაგისტრალზე გადმოვიდა და სავალი ნაწილი დატბორა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჭუბერში გუშინ უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა ოთხი სახლი.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მაშინვე შეუდგნენ მუშაობას, თუმცა, გადაუღებელი წვიმის გამო ტექნიკამ მოგვიანებით მუშაობა შეაჩერა. მაშველები მდინარის კალაპოტის გამაგრებას ცდილობდნენ.

ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
სტიქია სვანეთში – ჩამოშლილი მთა, ჩახერგილი მდინარე და დატბორილი ჭუბერი

საშიშროების გამო ჭუბერიდან მოსახლეობა გუშინვე გამოიყვანეს. ჭუბერის ყველა თემს შეწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის მიწოდება — სტიქიის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი დაზიანდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელიც უკვე მეორე დღეა ჭუბერში იმყოფება, განუცხადა, რომ სოფელ ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია.

მინისტრის განცხადებით, მიყენებულ ზარალზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ცნობილია, რომ დანგრეულია ოთხი სახლი, უამრავი დამხმარე ნაგებობა და სათავსო და დანგრევის საფრთხე კიდევ შვიდ სახლს ემუქრება.

მისი თქმით, მდინარე ნენსკრა თითქმის ყოველ წუთს იცვლის კალაპოტს და გზის სავალ ნაწილზე გადმოდის.

ტელეარხის ინფორმაციით, ჭუბერში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0