IDFI- სამინსიტროების ოპტიმიზაცია წინასწარი გეგმის გარეშე მიმდინარეობს
„ოპტიმიზაცია მიდის წინასწარ წარმოდგენილი გეგმის გარეშე და აუცილებელია საზოგადოება გაეცნოს, კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა“, — განუცხადა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ს.
საქართველოს მთავრობის რეფორმირების საკითხი მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა კაბინეტში ადგილების შემცირების შესახებ განაცხადა — 14-დან 11-მდე.