როდის ექნება საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა

© photo: Nenskra HPP / FBნენსკრა ჰესი
ნენსკრა ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული სისტემით მოხდება ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სტიქიის პრევენციის ღონისძიებებისათვის არის აუცილებელი.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ორ-სამ წელიწადში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

„მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა და ამაზე უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური“, — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.  

სვანეთი - Sputnik საქართველო
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის

მისი განცხადებით,  აღნიშნული სისტემით მოხდება ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სტიქიის პრევენციის ღონისძიებებისათვის არის  აუცილებელი. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჯერ კიდევ მარტში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 27 თებერვალს  საქართველომ მიიღო 70 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება  კლიმატურ საფრთხეებთან დაკავშირებული  რისკების შემცირების, პრევენციისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. 

სტიქია სვანეთში: ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა, არის სახლების დანგრევის საშიშროება>>>

სვანეთში, სოფელ ჭუბერში გუშინ უხვი ნალექის შედეგად მთის დიდი ნაწილი მოწყდა, ხოლო მდინარე ნენსკრა ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები დატბორა, გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წაღებულია ხუთი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაინგრა ოთხი სახლი. მოსახლეობა ევაკუირებულია. ჭუბერში სტიქიის ზონაში დანგრევის საფრთხის წინაშე კიდევ შვიდი სახლია.

დღეს მდინარე ნენსკრაზე მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სოფელ ჭუბერში მობილიზებული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

 


ყველა ახალი ამბავი
0