ქართული ბრენდის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ჭაჭა ორიგინალურ ჭურჭელში
ქართული ჭაჭა ორიგინალურ ჭურჭელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ 2018 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა 90,3 მილიონი დოლარის ღირებულების 38,2 მილიონი ბოთლი ღვინო.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქართული ბრენდის პოპულარობა მსოფლიოში იზრდება — 2018 წლის დასაწყისიდან საქართველომ ექსპორტზე გაიტანა 8,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 2017 წლის იანვარ-ივნისის მონაცემთან შედარებით 23%-ით მეტია.

ამ პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში 17 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი გაიტანეს, ანუ გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 6%-ით მეტი, ნათქვამია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები მიიღო

მთლიანობაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შემოსავლებმა ბრენდის, ღვინის, ჭაჭის, ღვინომასალების, ჩამოსასხმელი ბრენდისა და ბრენდის სპირტის ექსპორტიდან 148,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემთან შედარებით 21%-ით მეტია.

სულ საქართველომ 2018 წლის დასაწყისიდან ექსპორტზე გაიტანა 38,2 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია. ამ პერიოდში ღვინო გაიტანეს 48 ქვეყანაში, სულ 90,3 მლნ დოლარის ღირებულების, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.

ქართული ღვინის ექსპორტის მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს — 2018 წლის იანვარ-ივნისში რუსეთს მიეწოდა 24,02 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია.

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია იაპონიაში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინო იაპონიის დასაპყრობად ემზადება

ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყანაში გაიტანეს 4,19 მლნ ბოთლი ქართული ღვინო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 41%-ით მეტია.

ჩინეთი მესამე ადგილზეა მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მიწოდება ამ ქვეყანაში 22,6%-ით შემცირდა და დაახლოებით 2,98 მლნ ბოთლი შეადგინა.

ძირითად იმპორტიორთა ხუთეულში არიან ასევე ყაზახეთი — 1,652 მლნ ბოთლზე მეტი (ექსპორტის ზრდა — 42%) და პოლონეთი — 1,573 მლნ ბოთლზე მეტი (+30%).

ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება როგორც ტრადიციული ბაზრების, ისე ახალი მიმართულებებით — ევროპის, აზიის ქვეყნებში და აშშ-ში. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდა 200%-ით, ჩეხეთში — 134%-ით, ყირგიზეთში — 81%-ით, სამხრეთ კორეაში — 78%-ით, ნიდერლანდებში — 68%-ით, დიდ ბრიტანეთში — 67%-ით, გერმანიაში — 43%-ით, ლატვიაში — 32%-ით, ესტონეთში — 22%-ით, ლიტვაში — 9%-ით და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0