პოლიტიკური დაკვეთა თუ სახიფათო თამაში – საპატრიარქოში სკანდალი მწიფდება

© Sputnik / Levan Avlabreliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მღვდელმსახურმა გიორგი აბდუშელიშვილმა, ხელისუფლების ცვლილების სურვილით, საკუთარი პერსონის ირგვლივ ნამდვილი სკანდალი მოაწყო

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik.  მღვდელმსახური გიორგი აბდუშელიშვილი სკანდალში საპატრიარქოში არსებული ვითარების შესახებ მკვეთრი განცხადებების გამო მოექცა, რომლებიც „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობის“ დაანონსებასთან იყო დაკავშირებული.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც რუის–ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარმა  აბდუშელიშვილმა, გაზეთ „ასავალ–დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხალხის სახელით პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენა. ინტერვიუ 2 ივლისს გამოვიდა. 

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატრიარქო სამღვდელოებას „რუსთავი 2-თან“ ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

 „თუ დღევანდელი ხელისუფლება  არ მოისმენს ყრილობის მოთხოვნებს, არჩევნების გამართვის შესახებ არ მიიღებს ახალ კანონმდებლობას და არ ჩაატარებს  ვადამდელ  საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ სახალხო მოძრაობა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს მიტინგებისა და დემონსტრაციებისკენ“, – განაცხადა  აბდუშელიშვილმა.

ამასთან, მან განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ მიტროპოლიტმა იობი აქიაშვილმა დალოცა.

აღნიშნულმა განცხადებამ ჟურნალისტების ინტერესი და საპატრიარქოს ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

 „ეს პოლიტიკური განცხადებაა და საზოგადოებას ამაზე უფლება აქვს, მაგრამ აღვნიშნავთ, რომ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ყრილობა თითქოს მიტროპოლიტი იობის კურთხევით ტარდება, რასაც იგი უარყოფს. ასევე განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ კათოლიკოს–პატრიარქი ინფორმირებულია ამ ღონისძიების შესახებ, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება რეალობას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აბდუშელიშვილის სიტყვების თანახმად, კათოლიკოს–პატრიარქი 21 მაისს სინოდის ყრილობის დროს იქნა ინფორმირებული. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგირებული მდგომარეობა გაუუქმა

ვითარებაში გასარკვევად 3 ივლისს ტელეკომპანია TV Pirveli–მა  აბდუშელიშვილი გადაცემაში მოიწვია, რომელშიც მან საპატრიარქოს მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა. მან ეპისკოპოსი იაკობი დაადანაშულა აზარტული თამაშების მფარველობაში, ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლასა  და იმაში, რომ ის თითქოსდა ეკლესიური კანონით ეპისკოპოსი არ არის. როგორც აბდუშელიშვილმა განაცხადა,  ამის შესახებ მან მიტროპოლიტი იობისგან გაიგო.

გარდა ამისა, აბდუშელიშვილმა განაცხადა რომ ეპოსკოპოსი იაკობი 90–იან წლებში „მხედრიონის“ წევრი იყო და ამასთან, არაერთხელ აღუმართავს ხელი საქართველის პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე–გამსახურდიას წინააღმდეგ.

ამასთან,  აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ ეპისკოპოსი იაკობი სინამდვილეში საქართველოს საპატრიარქოს ხელმძღვანელია. ამასთან, ის თითქოს საპატრიარქოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივან–რეფერენტთან,  შორენა თეთრუაშილთან ერთად „მართავს“.

აღნიშნულ განცხადებებზე საქართველოს საპატრიარქომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. მან აღნიშნა, რომ ეს იყო „ცრუ, შეურაცხმყოფელი და ყოველმხრივ უპასუხისმგებლო განცხადებები“. 

საპატრიარქოში ასევე აღნიშნეს, რომ გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებებზე რუის–ურბნისის ეპარქიის მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

 „განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამოთქვა სინანული მომხდარის გამო. ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0