პროტესტის უცნაური ფორმა – არ არის მანქანა, არ არის ჯარიმა?!

© REUTERS / Gene Blevinsცეცხლწაკიდებული მანქანა, არქივის ფოტო
ცეცხლწაკიდებული მანქანა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი დაწვა, იუწყება „Sputnik–საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს რამდენიმე დღის წინ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რის გამოც მან გუშინ პროტესტის ნიშნად ავტომობილი დაწვა.

როგორც „Sputnik–საქართველოს” შინაგან საქმეთა სამინიტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით („ნივთის დაზიანება ან განადგურება“).

ყველა ახალი ამბავი
0