გორში 18 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გორში 18 წლის ახალგაზრდა ბიჭი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს, განუცხადეს „Sputnik—საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისის ექსპერტიზები, რომელთა დასკვნების საფუძველზეც გახდება ცნობილი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

ამავე დროს ტელეკომპანია Imedi ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოზარდს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0