თბილისში ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება
„კონფერენციაზე ვისაუბრებთ ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში გამოყენების შესაძლებლობაზე და ციფრული ტექნოლოგიების პოტენციალის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე“, – განუცხადა Sputnik–საქართველოს“ DEAG-ის პრეზიდენტმა გიორგი შერვაშიძემ.
კონფერენცია საქართველოს ციფრული ასოციაციის (DEAG) მიერ არის ორგანიზებული და მას ასოციაციის წევრების გარდა ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.