თბილისში ოპერაციის დროს 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონას, სავარაუდოდ, ყელში ჯირკვლების ანთება ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია უტარდებოდა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითში მცხოვრები 16 წლის გოგონა ოპერაციის დროს დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდს, სავარაუდოდ, ყელის არეში ჯირკვლების ანთებითი პროცესის გამო თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

„გოგონა სოფელში მუდმივი მცხოვრები არ იყო. სოფელში მუდმივად მხოლოდ მისი ბიძები ცხოვრობენ. არ იციან, კონკრეტულად რომელ საავადმყოფოში ჰყავდათ“, — განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლამისყანის თემში გიორგი ჭიხინაშვილმა.

ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0