https://sputnik-georgia.com/20180706/SemTxveva-rusTavSi-narkotikebi-dedam-misma-vaJma-da-rZalma-erTad-miiRes-241110736.html
შემთხვევა რუსთავში – ნარკოტიკები დედამ, მისმა ვაჟმა და რძალმა ერთად მიიღეს
შემთხვევა რუსთავში – ნარკოტიკები დედამ, მისმა ვაჟმა და რძალმა ერთად მიიღეს
Sputnik საქართველო
ნარკოტიკში, მარიხუანის გარდა, სავარაუდოდ, სხვა საშუალებაც იყო, რამაც ოჯახის წევრების ინტოქსიკაცია გამოიწვია. 06.07.2018-ს, Sputnik საქართველო
2018-07-06T11:20+0400
2018-07-06T11:20+0400
2021-10-19T16:37+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/74/234237460_0:0:2499:1413_1920x0_80_0_0_22106b4f8ff400ab7cf6808e67f7623a.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2018
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/74/234237460_0:0:2499:1571_1920x0_80_0_0_f3d971a00af6059e922179535f59e343.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები -2018, შემთხვევები საქართველოში –2018, საქართველო
საზოგადოება, შემთხვევები, ახალი ამბები, საქართველოს რეგიონები -2018, შემთხვევები საქართველოში –2018, საქართველო
შემთხვევა რუსთავში – ნარკოტიკები დედამ, მისმა ვაჟმა და რძალმა ერთად მიიღეს
11:20 06.07.2018 (განახლებულია: 16:37 19.10.2021) ნარკოტიკში, მარიხუანის გარდა, სავარაუდოდ, სხვა საშუალებაც იყო, რამაც ოჯახის წევრების ინტოქსიკაცია გამოიწვია.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკით ინტოქსიკაცია მიიღო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შედეგადაც მოიწამლნენ.
ფაქტს ერთ-ერთი დაზარალებული — დედა ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მოხმარებულ ნარკოტიკს შორის, მარიხუანის გარდა, სავარაუდოდ, სხვა საშუალებაც იყო, რის გამოც ოჯახის სამივე წევრი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
ახალგაზრდა მამაკაცმა გონების დაკარგვამდე 112-ში დარეკვა მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ექიმებმა პაციენტებს ადგილზე გაუწიეს დახმარება. დაშავებულებმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
შემთხვევის დროს სახლში ორი წლის ბავშვიც იმყოფებოდა.