პუჩინის ოპერა პუჩინის ქალაქში – თბილისის ოპერის თეატრი იტალიაში გასტროლებზე მიდის

© photo: Sputnikთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დასი იტალიაში პუჩინის „ტორე დელ ლაგოსა" და „ტალიაკოცოს" ფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 166-ე სეზონის დახურვის შემდეგ იტალიაში გასტროლებზე მიემგზავრება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საოპერო დასი იტალიაში პუჩინის „ტორე დელ ლაგოსა" და „ტალიაკოცოს" ფესტივალებში მიიღებს მონაწილეობას.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში ოპერა „ტურანდოტის“ პრემიერა გაიმართება

იტალიაში გაიმართება თბილისის ოპერის თეატრის მიერ დადგმული პუჩინის ოპერა „ტოსკას" პრემიერა, რომლითაც დასი ქართველი მსმენელის წინაშე უკვე შემოდგომაზე ახალ სეზონში წარდგება.

ტორე დელ ლაგოს გრანდიოზული ამფითეატრი პუჩინის ფესტივალს უკვე წლებია მასპინძლობს. ქართული საოპერო დასი ამ სცენაზე პირველად წარდგება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარადგენს ოპერებს „ბოჰემა", „მანონ ლესკო" და „ტოსკა".

რიგით 166-ე სეზონს თეატრი ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერით" 12 ივლისს დახურავს.

ჯაკომო პუჩინი (1858-1924) — იტალიელი კომპოზიტორი, რომლის ცნობილი ოპერებია „ბოჰემა", „ტოსკა", „მადამ ბატერფლაი", „ტურანდოტი" და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0