თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მოსკოვის ერთ-ერთ საცხოვრებელ ცათამბჯენში ლიფტი მე-40 სართულიდან მოწყდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ინციდენტი დიბენკოს ქუჩაზე მოხდა. ლიფტი, რომლის კაბინაშიც ერთი ადამიანი იმყოფებოდა, მე-20 სართულამდე თავისუფალი ვარდნით მოძრაობდა, შემდეგ კი სამუხრუჭე სისტემა ამუშავდა და მე-20 სართულზე ის გაჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არ დაშავებულა, მხოლოდ ძლიერი შოკი მიიღო. ერთი ვერსიით, ის თავად გამოვიდა კაბინიდან.