აჭარის მთავრობის მეთაური თანამდებობას ტოვებს

© courtesy by Zurab Pataradzeზურაბ პატარაძე
ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მასმედიის ინფორმაციით, გადადგომასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ზურაბ პატარაძე 12:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე აპირებდა, თუმცა ბრიფინგი გადაიდო და 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მანამდე პატარაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა

პატარაძის შემცვლელად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი თორნიკე რიჟვაძე განიხილება. ასევე განიხილებიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეასრულოს.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მეთაურის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კადრის ზურაბ პატარაძის არაოფიციალური შეხვედრა, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში გუშინ შედგა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

ქართული მასმედიის ინფორმაციით, გადადგომასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას ზურაბ პატარაძე 12:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე აპირებდა, თუმცა ბრიფინგი გადაიდო და 14:00 საათზე გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0