შავ ზღვაზე შტორმს ელოდებიან

გამოწერა
ბოლო ხუთ საათში მაშველებმა ზღვაზე ოთხი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, რის გამოც ზღვაში ცურვა აკრძალულია, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამია აღმართული, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვას ნიშნავს.

წელს საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო>>>

„ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება", — ნათქვამია განცხადებაში.

112 - Sputnik საქართველო
ხაშურში ორი 12 წლის მოზარდი დაიხრჩო

მიუხედავად ამისა, საშტორმო ვითარებაში,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზღვაო მაშველებმა,  ბოლო 5 საათის განმავლობაში ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი ბავშვი გადაარჩინეს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ზაფხულის სეზონის დაწყებიდან, 1 მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით, საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო, 36 კი დაღუპვას მაშველებმა გადაარჩინეს.

უწყების ინფორმაციით, ზღვის სეზონის განმავლობაში მოქალაქეების უსაფრთხოებას შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი იცავს. ასევე, საბანაო პერიმეტრზე დამატებით განთავსდა 70-მდე ახალი სამაშველო კოშკურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაემორჩილონ საზღვაო მაშველების რეკომენდაციებს.

ყველა ახალი ამბავი
0