როდის აისახება 7, 5 % -იანი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე
„შეიძლება ეს მაჩვენებელი მოსახლეობაზე უცებ არ აისახოს, მაგრამ ზოგადად ეკონომიკური ზრდა და განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის“, — აღნიშნა ანდრია გვიდიანმა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში 2018 წლის მაისში 7,5% შეადგინა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო პირველ ხუთ თვეში – 6,1%. მნიშვნელოვანი ზრდა 2018 წლის მაისში დაფიქსირდა ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, ფინანსური საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, აღნიშნავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.