თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. დიდი დიღმის ერთ-ერთი კორპუსში მცხოვრებ ბავშვებს ერთ დილას ეზოში მშვენიერი სიურპრიზი დახვდათ — საცურაო აუზი.
პირველმა ამის თაობაზე „ფეისბუქის“ მომხმარებელმა ნათია ჩაჩავამ დაწერა და აუზის ფოტოც გამოაქვეყნა.
როგორც გაირკვა, აუზი უბნელი ბავშვების გულის გასახარად დიმიტრი ტატიშვილს ეყიდა, რომელიც თავად ოთხი შვილის მამაა.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, აუზი სპეციალურად გვიანი ღამით დადგეს, რომ ბავშვებს მოულოდნელი სიურპრიზი დილით დახვედროდათ.
„ძალიან მინდოდა მენახა მომენტი, როცა ბავშვები პირველად დაინახავდნენ აუზს. სპეციალურად დავდგით გვიან ღამით… რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც ველოდი“, — თქვა დიმიტრი ტატიშვილმა.
მისი თქმით, ბავშვებს ბედნიერებისგან თვალები უელავდათ და ეს იყო კიდეც მისი მიზანი.