რა ქონება გაყიდა მთავრობამ ექვს თვეში
„გამოკვეთილია ის სექტორები, რომლებიც მოწინავეა პრივატიზების და ინვესტირების მხრივ. აქ უალტერნატივოა ტურიზმის სფერო, სადაც 50 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა უკვე მოსალოდნელი“, – განუცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ წიქვაძემ Business Media-ს.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ქონების გაყიდვის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 62 793 581 ლარის მობილიზება უზრუნველყო.